Sunday, October 9, 2016

მეცხრე  დღე

დავესწარი ტრეინინგს, რომელიც ძალიან საინტერესო და ბევრი სიახლის მომცემი იყო.

ჩვენი ტრენერი ხათუნა ციხელაშვილი თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია. ის

ჩვენთვის გასაგები ენით და მონდომებით გვიხსნიდა ყველა დეტალს. ვისწავლეთ ინტელის შაბლონში პროექტის შედგენა.მოვიფიქრეთ თემა, მოვიძიეთ სტანდარტები.
გავწერეთ მიზნები და აქტივობები. გავეცანით შეფასების დროის ჩარჩოს. ვისწავლეთ
ღრუბლებში და ბლოგერში მუშაობა.
      მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ ჩემს შემდგომ მუშაობაში. დიდ მადლობას ვუხდი
ჩვენს ტრენერს გაწეული მუშაობისთვის.

   

Sunday, October 2, 2016

მერვე დღე

გავიხსენეთ წინა დღე.

-პროექტის გეგმის შაბლონში შევავსეთ პროექტის მოკლე შინაარსი.
-გავწერეთ პროექტის მსვლელობა.

Saturday, October 1, 2016

მეშვიდე დღე

-მიმოვიხილეთ წინა დღე.
-ნიმუშებად განვიხილეთ ტრენერის და კოლეგის მიერ მომზადებული მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.
-power point-ში გავაკეთეთ ჩვენი მოსწავლეების სავარაუდო ნაშრომები , რომლებიც მოვათავსე ღრუბლებში,
-ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე და ასევე დიფერენცირებულ სწავლებაზე.
-მივიღეთ დავალება.